თაღლითი ვლადიმერ ხოლოშნია საცხოვრებლად საქართველოში გადადის!

ვლადიმერ ხოლოშნია

ცნობილი უკრაინელი მაქინატორი და თაღლითი, ეჭვმიტანილი მთელი რიგ სისხლის სამართლის დანაშაულებში უკრაინაში, რომელიც თავს სახალხო მკურნალად ასაღებს, ახლა თავის თაღლითურ “განმაკურნებელ” სემინარებს საქართველოში, კერძოდ გონიოში ჩაატარებს.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კეთილი და გულღია ხალხი ცხოვრობს, რომლებიც მზად არიან ხელგაშლილად მიიღონ ახალი მეზობლები, და სულგრძელად დაეხმარონ გასაჭირში მყოფთ. ზუსტად ამიტომ გვსურს გაგაფრთხილოთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ: ბათუმთან ახლოს, გონიოში, საცხოვრებლად გადადის ცნობილი უკრაინელი თაღლითი - ვლადიმერ ხოლოშნია, რომელიც თავს ხალხური მედიცინის სიამაყედ მიიჩნევს . მასთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად გადადის მისი თანამზრახველი (ამ სტატიის გამოქვეყნებისას, შესაძლოა უკვე მესამე ცოლი) — იაკოვენკო სვეტლანა.

იაკოვენკო სვეტლანა

ხოლოსნიამ ვლადიმირ ივანოვიჩი აცხადებს, რომ მას გააჩნია უნიკალური ცოდნა და ზებუნებრივი შესაძლებლობები ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკის სფეროში, ხალხის განკურნება, მათ შორის ქრონიკულ დაავადებებისგან. მაგრამ, სინამდვილეში ის სარგებლობს ადამიანების გულიბრყვილობით, ფულს სძალავს მათ, მის საავტორო სემინარებზე დასწრების სანაცვლოდ.

ბევრმა გულიბრყვილო ადამიანმა, რომელსაც სჯეროდა ხოლოშნიას უნარის, უარი თქვა კლასიკური მედიცინის მომსახურებით სარგებლობაზე, რითიც საკუთარ ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენეს. ზოგიერთმა კი საკუთარი ცხოვრებაც საფრთხეში ჩააგდო, რადგან, შეუძლებელია ადამიანის განკურნება, მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებებისგან, ჩვეულებრივი თაღლითური და იაფი ხრიკების გამოყენებით, როგორიცაა გატეხილ მინაზე შიშველი ფეხებით სიარული, ნაცარზე სიარული, ლურსმნებიან დაფაზე წოლა და სხვა აბსურდული პროცედურები. თაღლითი ვლადიმერ ხოლოშნია, ადამიანებს არწმუნებს, რომ ამ საშუალებებით იგი მათ სრულიად განკურნავს ფრიად სერიოზული დაავადებებისგან, რაც ბუნებრივია სიმართლეს არ შეესაბამება.

ვლადიმირ ივანოვიჩ ხოლოშნია არის პათოლოგიური მატყუარა! ყველაფერი, რასაც ის თავის შესახებ მოგვითხრობს და მის ცხოვრებას წარმოადგენს არის აბსოლუტური სიცრუე ან ტყუილი უმეტესწილად, რეალობის შესაბამისი არა უმეტეს 10%-ით. ყველაზე ხშირად მას მოსწონს საუბარი იმაზე, რომ
- მან მონაწილეობა მიიღო ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში, "სიკვდილის ჯგუფის" შემადგენლობაშო, რომ მან მიიღო რადიაციის ლეტალური დოზა, გადაიტანა რამდენიმე კლინიკური სიკვდილი - 2-დან 15 წლამდე (ეს რიცხვი პერიოდულად იცვლება, რადგან პერიოდულად ავიწყდება ვის და რამდენს ატყუებდს) და ამის შემდეგ მას განუვითარდა ზებუნებრივი შესაძლებლობები. იგი მართლაც იყო ჩერნობილის ზონაში, მაგრამ არა 1986 წელს და არა ავარიის ლიკვიდატორი, არამედ უკვე 90-იანი წლების შემდეგ, დაახლოებით 5 წლის შემდეგ. ის იმყოფებოდა იქ არა “სიკვდილის ჯგუფში", არამედ საკუთარი ინიციატივით წავიდა ფულის გამოსამუშავებლად. ის არ მიახლოვებია დაზიანებულ რეაქტორს 15 კილომეტრის რადიუსზეც კი. მან უბრალოდ მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი დაისაკუთრა, კორუფციული სქემების გამოყენებით.
- ის ამბობს, რომ გადაარჩინა უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო სიკვდილისგან, როდესაც ის 2004 წელს დიოქსინით იყო მოწამლული. მაგრამ თავად იუშჩენკომ ამ სასწაულებრივი ხსნის შესახებ არაფერი იცის.
- მონაწილეობა მიიღო კიევის ღირსების რევოლუციაში (2013-2014) და გადაარჩინა ხალხი მეიდანზე: სნაიპერის ცეცხლიდან იხსნა და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა დაჭრილებს... სინამდვილეში ის არ იყო მეიდანზე ერთი წუთითაც კი, რადგან იმ დროს, ხოლოშნია საავადმყოფოში იწვა, და მისი საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზებს რევოლუციასთან და თანმხლებ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონია.

გარდა იმისა, რომ ვლადიმერ ივანოვიჩი ცრუ ხოტბას ასხამს საკუთარ მიღწევებს და ღირსებებს, ასევე მას უყვარს იმაზე საუბარი, თუ როგორ სასტიკად და უსამართოლდ მოექცა მას, თავისი ყოფილი მეორე ცოლი: მოტყუებით წაართვა თითქმის მთლიანი ქონება, რაც გააჩნდა, თავად ვლადიმერი კი ზამთარში სახლიდან ქუჩაში გააგდო, პრაქტიკულად საცვლების ამარა. თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორი დამაჯერებლობით მოგვითხრობს ამის შესახებ ვლადიმერი, შესაძლოა დავიჯეროთ კიდეც მისი ისტორია, რომ არა ერთი ფრიად ყურადსაღები გარემოება : საწყალი, საცვლების ამარა, სახლიდან გამოგდებული მოხუცი 2019 წლის ივლისის მინაცემებით ფლობს ორ სახლს უკრაინაში - ქალაქ კიევში და კიევის რაიონში. საერთო ფართობი 500 კვადრატულ მეტრს აღემატება, ასევე მიწის ნაკვეთებს, მათ შორის კომერციული ობიექტების მშენებლობისთვის განკუთვნილ ნაკვეთებს ბულგარეთში.

და აი, ცოტა ხნის წინ, ხოლოშნიამ, თავის თანამზრახველთან ერთად შეიძინა სახლი საქართველოში (კერძოდ გონიოში). რომლის ღირებულება 175 000 ევროს აღემატება. ამასთანავე ვლადიმერ ხოლოშნია არასდროს ყოფილა დაკავებული ბიზნესით (გადასახადებსაც არ იხდიდა და იხდის), ხოლო ოფიციალური სამსახური, სადაც მას მიზერულ ხელფასს უხდიდნენ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დატოვა.

ახლა, როდესაც ვლადიმერ ივანოვიჩი გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე საქართველოში, ის აგრძელებს თავის თაღლითურ მოღვაწეობას თავის ახალ სახლში, გონიოში.

სვიმონ კანანელის ქუჩა, 1-ლი ჩიხი, სახლი 2, გონიო, ბათუმი, საქართველო

ვლადიმერ ხოლოშინის თაღლითური სემინარები ჩატარდება მისამართზე:

სვიმონ კანანელის ქუჩა, 1-ლი ჩიხი, სახლი 2, გონიო, ბათუმი, საქართველო
Svimon Kananeli, 1 Lane, House #2 Gonio, Batumi, Georgia

უკრაინაში ვლადიმერ ხოლოშნიას სახელი ფიგურირებს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის:

მეტი ინფორმაცია ვლადიმერ ხოლოშინზე შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტზე: kholoshni.net

უკრაინის სამართალდამცავი სისტემის არასრულყოფილებისა და კორუფციის გამო, ვლადიმირ ივანოვიჩ ხოშოსანია ჯერჯერობით ციხეში არ იმყოფება და უკრაინის ფარგლებს გარეთაც კი შეუძლია მშვიდად გადაადგილება და ახალი კერძო საკუთრებების შეძენა.

ჩვენ არ ვკარგავთ იმედს და ვთვლით, რომ ამ ბოროტებისა და მის თანამონაწილეობისთვის სამართლიანი სასჯელი გარდაუვალია, და დაისჯება, როგორც ვლადიმერ ხოლოშნია, ასევე მისი თანამზრახველი და ფინანსური მაქინაციების ინიციატორი - სვეტლანა დიმიტრივნა იაკოვენკო.

"ჯილდო" აუცილებლად იპოვის თავის "გმირებს"!

ძვირფასო ქართველო ძმებო, თქვენს ახალ მეზობელთან ძალიან ფრთხილად იყავით. ნება არ მისცეთ მას მოიპოვოს თქვენი ნდობა! იზრუნეთ საკუთარ თავსა და შვილებზე!

უკრაინა თქვენს გვერდითაა! თაღლითი უნდა დაისაჯოს!